1. გადაწყვეტილების მიმღები ასრულებს გადაწყვეტილების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს.
2. გადაწყვეტილების მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წამოჭრილი ყველა ფაქტორის შესახებ, რომელთაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეთ მის გაგრძელებაზე ან შინაარსზე.
3. სხვა სფეროებში განსაზღვრული დებულებების შეუზღუდავად, რომლებიც განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, სადაც გადაწყვეტილებები ბათილია ან ძალადაკარგულად ცხადდება, საბაჟო ორგანოებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს ძალადაკარგულად გამოაცხადონ, შეიტანონ ცვლილებები ან გააუქმონ გადაწყვეტილება, თუ ის არ შეესაბამება საბაჟო კანონმდებლობას.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოები ახორციელებენ შემდეგს:
(a) გადაწყვეტილების ხელახალ შეფასებას;
(b) ისეთი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას, რომელიც არ გაუქმდება, არ ანულირდება ან რომელშიც არ შევიდა ცვლილებები.
5. საბაჟო ორგანოები მონიტორინგს უწევენ გადაწყვეტილების მიმღების მიერ პირობებისა და კრიტერიუმების შესრულებას. ისინი, ასევე მონიტორინგს უწევენ გადაწყვეტილების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესაბამისობას. თუ გადაწყვეტილების მიმღები სამ წელზე ნაკლებ დროის მონაკვეთშია დაფუძნებული, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ მჭიდრო მონიტორინგს, გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი წლის განმავლობშ