1. საბაჟო ორგანოები აუქმებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელსაყრელია გადაწყვეტილების მიმღებისთვის, თუ ყველა შემდეგი პირობა შესრულებულია:

(a) გადაწყვეტილება მიღებულია არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე;

(b) გადაწყვეტილების მიმღებმა იცოდა ან გონივრულად უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი ან არასრული;

(c) ინფორმაცია რომ ყოფილიყო სწორი და სრული, გადაწყვეტილება იქნებოდა განსხვავებული.

2. გადაწყვეტილების მიმღებს ეცნობება მისი გაუქმების შესახებ.

3. გაუქმება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როდესაც თავდაპირველი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, გარდა გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისა