1. დადებითი გადაწყვეტილება გაბათილდება ან მასში შესწორებები შევა თუ, გარდა 27-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა:
(a) ერთი ან მეტი პირობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად არ შესრულებულა ან აღარ სრულდება; ან
(b) გადაწყვეტილების მიმღების განცხადების საფუძველზე.
2. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, რამდენიმე პირთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელია გაბათილდეს მხოლოდ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც არ ასრულებს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს.
3. გადაწყვეტილების მიმღებს ეცნობება მისი გაბათილების ან მასში შესწორების შეტანის შესახებ.
4. 22(4)-ე მუხლი ვრცელდება გადაწყვეტილების გაბათილებაზე ან შესწორებაზე.
თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილების მიმღების კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადაავადონ გაბათილების ან შესწორების ძალაში შესვლის თარიღი ერთ წლამდე. თარიღი მიეთითება გაბათილებულ ან შესწორებულ გადაწყვეტილებაშ