1. საბაჟო ორგანოები განცხადების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BTI გადაწყვეტილება) ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BOI გადაწყვეტილება) დაკავშირებით.

ასეთი განცხადება არ მიიღება არც ერთი შემდეგი გარემოების დროს:

(a) როდესაც ასეთი განცხადება კეთდება ან გაკეთებულია იგივე ან სხვა საბაჟო ორგანოში, გადაწყვეტილების მიმღების მიერ ან მის მაგივრად, იგივე საქონელთან მიმართებაში და BOI გადაწყვეტილების შემთხვევაში, იმავე გარემოებებით, რომლებიც განსაზღვრავენ საქონლის ადგილწარმოშობას;

(b) როდესაც განცხადება არ ეხება BTI ან BOI გადაწყვეტილებების დანიშნულებისამებრ გამოყენებას ან სასაქონლო ოპერაციის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

2. BTI ან BOI გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ ტარიფის კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის დადგენასთან მიმართებაში:

(a) საბაჟო ორგანოებისთვის გადაწყვეტილების მიმღების მიმართ, მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის საბაჟო ფორმალობები დასრულებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ;

(b) გადაწყვეტილების მიმღებისთვის საბაჟო ორგანოების მიმართ, რაც ძალაში შედის მხოლოდ იმ თარიღიდან როდესაც იგი იღებს ან უნდა მიეღო შეტყობინება გადაწყვეტილების შესახებ.

3. BTI ან BOI გადაწყვეტილებები ძალაშია გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში.

4. კონკრეტული სასაქონლო ოპერაციის კონტექსტში BTI ან BOI გადაწყვეტილებების გამოყენებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებს უნდა შეეძლოს შემდეგის დამტკიცება:

(a) BTI გადაწყვეტილების შემთხვევაში, დეკლარირებული საქონელი ყოველმხრივ შეესაბამება გადაწყვეტილებაში აღწერილს;

(b) BOI გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოცემული საქონელი და საქონლის ადგილწარმოშობის განმსაზღვრელი გარემოებები ყოველმხრივ შეესაბამება გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელსა და გარემოებებ