1. ეკონომიკურ ოპერატორს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე და აკმაყოფილებს 39-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლია შეიტანოს განაცხადი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოსაპოვებლად.
საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, საბაჟო ორგანოები ანიჭებენ სტატუსს, რომელიც ექვემდებარემა მონიტორინგს.
2. უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს შემდეგი ტიპის უფლებამოსილებებს:
(a) უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილება, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, რაც საშუალებას აძლევს მფლობელს სარგებელი მიიღოს ზოგიერთი გამარტივებების მეშვეობით, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად; ან
(b) დაცულობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილება, რაც მფლობელს ანიჭებს დაცულობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეწყობის მიღების უფლებამოსილებას.
3. მე-2 პუნქტში მითითებული ორივე ტიპის უფლებამოსილება შესაძლებელია მოქმედებდეს ერთდროულად.
4. 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ყველა წევრი სახელმწიფოს საბაჟო სააგენტოების მიერ არის აღიარებული.
5. საბაჟო სააგენტოები ანიჭებენ ოპერატორებს უფლებამოსილებას, რომ ისარგებლონ გამარტივებით, საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე პასუხისმგებელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის აღიარების საფუძველზე და იმ პირობით, რომ ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონკრეტული ტიპის გამარტივებებს, შესრულდება. საბაჟო ორგანოები ხელახლა არ ამოწმებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უკვე შემოწმებულია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას.
6. მე-2 პუნქტში მითითებული უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი, საბაჟო კონტროლთან მიმართებაში, სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით ვიდრე სხვა ეკონომიკური ოპერატორები, მინიჭებული უფლებამოსილების ტიპის შესაბამისად, მათ შორის ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლით.
7. საბაჟო ორგანოები, უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსიდან გამომდინარე, მისცემენ შეღავათს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე დაფუძნებულ პირებს, რომლებიც ამ ქვეყნებისა და ტერიტორიების შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ და ვალდებულებებს ასრულებენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები და ვალდებულებები აღიარებულია ევროკავშირის მიერ, როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებულ, უფლებამოსილ ეკონომიკურ ოპერატორზე დაკისრებულის ეკვივალენტი. ასეთი შეღავათის მიცემა ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს, თუ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი ევროკავშირის მიერ, და მას მხარს უჭერს საერთო სავაჭრო პოლიტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო შეთანხმება ან ევროკავშირის კანონმდებლობ