უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები არის შემდეგი:
(a) საბაჟო კანონმდებლობისა და საგადასახადო წესების სერიოზული დარღვევის ან განმეორებითი დარღვევების არარსებობა, მათ შორის განმცხადებლის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩანაწერის არარსებობა;
(b) განმცხადებლის მიერ საკუთარი საქმიანობისა და საქონლის ნაკადის ინტენსიური კონტროლის დემონსტრირება, კომერციული და, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო ჩანაწერების მართვის სისტემის საშუალებით, რაც შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების დაცვის საშუალებას იძლევა;
(c) ფინანსური გადახდისუნარიანობა, რომელიც დადასტურებულად ითვლება, როდესაც განმცხადებელს გააჩნია კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს ვალდებულებები, შესაბამისი ბიზნეს საქმიანობის ტიპის მახასიათებლებლების გათვალისწინებით;
(d) 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებულ უფლებამოსილების მინიჭებასთან მიმართებაში, განხორციელებულ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტები ან პროფესიული კვალიფიკაციები; და
(e) 38(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებულ უფლებამოსილების მინიჭებასთან მიმართებაში, დაცულობისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც შესრულებულად ითვლება თუ განმცხადებელი მიუთითებს, რომ იგი იცავს შესაბამის ზომებს მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ფიზიკური ერთიანობისა და წვდომის კონტროლის, ლოჯისტიკური პროცესებისა და კონკრეტული ტიპის საქონლის მართვის, პერსონალისა და მისი ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიკაციის სფეროშ