1. განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია იღებს პროცედურულ ნორმებს:
(a) BTI და BOI გადაწყვეტილებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ხდება მათი მოქმედების შეწყვეტა ან მათი გაუქმება 34(9)-ე მუხლის შესაბამისად;
(b) კომისიის მიერ საბაჟო ორგანოებისთვის შეტყობინებასთან დაკავშირებით 34(10)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად;
(c) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ისინი წყვეტენ მოქმედებას;
(d) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებების შეჩერებასთან დაკავშირებით, და შეჩერების ან შეჩერების გამოთხოვის შესახებ საბაჟო ორგანოებისთვის შეტყობინებასთან დაკავშირებით.
ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
2. განმახორციელებელი აქტების საშუალებით, კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა საშუალებითაც წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ გააბათილონ:
(a) 34(11)-ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები;
(b) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებები.
ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული საკონსულტაციო პროცედურის შესაბამისად.
როდესაც 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის მოსაზრება მოიპოვება წერილობითი წესით, მოქმედებს 285(6)-ე მუხლი.
სექცია 4
უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატო