1. BTI გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას 33(3)-ე მუხლში მითითებული ვადის დასრულებამდე, როდესაც იგი აღარ შეესაბამება კანონს, რომელიმე შემდგომი მიზეზიდან გამომდინარე:

(a) 56(2)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ ნომენკლატურაში ცვლილების მიღება;

(b) 57(4)-ე მუხლში მითითებული ზომების მიღება;

რაც ძალაში შედის ასეთი ცვლილების ან ზომების გამოყენების თარიღიდან.

2. BTI გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას 33(3)-ე მუხლში მითითებული ვადის დასრულებამდე, რომელიმე შემდგომი მიზეზიდან გამომდინარე:

(a) როდესაც რეგულაცია მიღებულია ან ხელშეკრულება დადებულია და გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე და BOI გადაწყვეტილება აღარ შეესაბამება დადგენილ კანონს, რაც ძალაში შედის ასეთი რეგულაციის ან ხელშეკრულების გამოყენების თარიღიდან.

(b) როდესაც იგი აღარ შეესაბამება „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ (WTO) დადგენილ „შეთანხმებას წარმოშობის წესების შესახებ“, ან განმარტებით ბარათებს ან შეთანხმების ინტერპრეტაციისთვის მიღებულ მოსაზრებას წარმოშობის შესახებ, რომელიც ძალაში შედის მათი „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან.

3. BIT ან BOI გადაწყვეტილებები არ წყვეტენ მოქმედებას უკუძალით.

4. 23(3)-ე და 27-ე მუხლებიდან გამონაკლისის სახით, BTI და BOI გადაწყვეტილებები უქმდება როდესაც ისინი დაფუძნებულია განმცხადებლის არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე.

5. BTI და BOI გადაწყვეტილებები უქმდება 23(3)-ე მუხლისა და 28-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაწვეტილებები არ უქმდება გადაწყვეტილების მიმღების განცხადების საფუძველზე.

6. BTI და BOI გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

7. საბაჟო ორგანოები აუქმებენ BTI გადაწყვეტილებას:

(a) თუ ის აღარ შეესაბამება 56(2)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე ნომენკლატურის ინტერპრეტაციას, რაც გამომდინარეობს რომელიმე შემდეგი მიზეზიდან:

(i) „ტარიფისა და სტატისტიკური ნომენკლატურის შესახებ და საერთო საბაჟო ტარიფის შესახებ“ საბჭოს 1987 წლის 23 ივლისის რეგულაციის (EEC) 2658/87[1], მე-9(1) მუხლის (a) ქვეპუნქტის მეორე ქვექვეპუნქტში მითითებული განმარტებითი ბარათები, რომელიც ძალაში შედის მათი „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(ii) „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს“ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(iii) 1950 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში, „საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ კონვენციით“ მიღებული „საქონლის ჰარმონიზებული აღწერილობისა და კოდირების სისტემის ნომენკლატურის“ გადაწყვეტილებები კლასიფიკაციის შესახებ, მოსაზრებები კლასიფიკაციის შესახებ და განმარტებით ბარათებში შესული შესწორებები, რომლებიც ძალაში შედის კომისიის კომუნიკაციის „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის“ „C“ სერიაში გამოქვეყნების თარიღიდან; ან

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

8. BOI გადაწყვეტილებები უქმდება:

(a) როდესაც ისინი აღარ შეესაბამება „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს“ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

9. როდესაც გამოიყენება 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტი ან მე-2, მე-7 ან მე-8 პუნქტები, BTI ან BOI გადაწყვეტილებები შესაძლებელია კვლავ იქნეს გამოყენებული სავალდებულო კონტრაქტებთან მიმართებაში, რომლებიც ეფუძნება ამ გადაწყვეტილებას და დაიდო მისი მოქმედების შეწყვეტამდე ან გაუქმებამდე; გადაწყვეტილების გამოყენების გახანგრძლივება არ ხდება როდესაც BOI გადაწყვეტილება მიიღება საქონლის ექსპორტისთვის.

პირველ აბზაცში მითითებული გამოყენების გახანგრძლივების ვადა არ უნდა აღემატებოდეს BTI ან BOI გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტის ან მისი გაუქმების თარიღიდან ექვს თვეს. თუმცა, 57(4)-ე მუხლში ან 67-ე მუხლში მითითებულმა ზომამ შესაძლებელია გამორიცხოს გამოყენების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა ან დაადგინოს უფრო მოკლე ვადა. ისეთი საქონლის შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას ხდება იმპორტის ან ექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა, ექვსი თვის ვადა იცვლება სერტიფიკატის ძალაში ყოფნის ვადით.

BTI ან BOI გადაწყვეტილების გამოყენების გახანგრძლივების შესაძლებლობით სარგებლობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა წარუდგინოს განცხადება ამ გადაწყვეტილების გამომტან საბაჟო ორგანოს, მისი მოქმედების შეწყვეტის ან გაუქმების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, იმ რაოდენობის მითითებით, რისთვისაც არის გახანგრძლივებული გამოყენების პერიოდი მოთხოვნილი, და წევრი სახელმწიფო ან წევრი სახელმწიფოები, სადაც საქონელი გაფორმდება გახანგრძლივებული გამოყენების პერიოდში. აღნიშნული საბაჟო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას გახანგრძლივებული გამოყენების შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების მიმღებს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სრული ინფორმაციის მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

10. კომისია აცნობებს საბაჟო ორგანოებს თუ:

(a) BTI და BOI გადაწვეტილების მიღება შეჩერებულია იმ საქონლისთვის, რომლის ტარიფის სწორი და ერთიანი კლასიფიკაცია ან წარმოშობის ქვეყნის დადგენა არ არის უზრუნველყოფილი; ან

(b) გამოთხოვილია (a) ქვეპუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება;

11. კომისიამ შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ BTI და BOI გადაწყვეტილებების გაუქმება, რათა უზრუნველყოს ტარიფის სწორი და ერთიანი კლასიფიკაცია და საქონლის წარმოშობის დადგენ