1. ნებისმიერ პირს შეუძლია დანიშნოს საბაჟო წარმომადგენელი.
ასეთი წარმომადგენლობა შესაძლებელია იყოს პირდაპირი, რა შემთხვევაშიც საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით ან მის მაგივრად, ან ირიბი, რა შემთხვევაშიც საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის მაგივრად.
2. საბაჟო წარმომადგენელი დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული, უარი უნდა ითქვას ამ მოთხოვნაზე, თუ საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს იმ პირთა მაგივრად, რომლებიც არ არიან ვალდებულნი იყვნენ დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.
3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად გასაზღვრონ ის დადგენილი პირობები, რომლის დროსაც საბაჟო წარმომადგენელს შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავად არის დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დაიტერესებული წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმების გამოყენების შეუზღუდავად, საბაჟო წარმომადგენელს, რომელიც აკმაყოფილებს 39-ე მუხლის (a) – (d) ქვეპუნქტებში მითითებულ კრიტერიუმებს, გააჩნია ასეთი მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილება იმ წევრ სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, სადაც თავად არის დაფუძნებული.
4. წევრ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად განსაზღვრული პირობები იმ საბაჟო წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებშ