1. ნებისმიერ პირს შეუძლია საბაჟო ორგანოებისგან მოითხოვოს ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. ასეთ თხოვნაზე შესაძლებელია უარი ითქვას მაშინ, როდესაც ის არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც რეალურად არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ორგანოები ინარჩუნებენ რეგულარულ დიალოგს ეკონომიკურ ოპერატორებთან და საქონლით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სხვა ორგანოებთან. ისინი ხელს უწყობენ გამჭვირვალობას, საბაჟო კანონმდებლობაზე, ზოგად ადმინისტრაციულ განჩინებებსა და განცხადების ფორმებზე თავისუფალ ხელმისაწვდომობას, პრაქტიკულობის შემთხვევაში უსასყიდლოდ და ინტერნეტის საშუალები