1. განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს:

(a) მე-6(2) მუხლში მითითებულ მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნების ფორმატსა და კოდს, საჭიროების შემთხვევაში;

(b) მე-6(3) მუხლში მითითებულ პროცედურულ ნორმებს ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკების გარდა სხვა საშუალებებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)–ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ მე-6(4) მუხლში მითითებული გამონაკლისების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტების საშუალებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(2)–ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისა