1. ყველა გაცვლა ისეთი ინფორმაციისა, როგორიცაა დეკლარაციები, განცხადებები და გადაწყვეტილებები საბაჟო ორგანოებს შორის, ეკონომიკურ ოპერატორებსა და საბაჟო ორგანოებს შორის, ასევე ასეთი ინფორმაციის შენახვა უნდა განხორციელდეს მონაცემების ელექტრონული დამუშავების ტექნიკებით ისე, როგორც განსაზღვრულია საბაჟო კანონმდებობით.

2. მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნები დგება 1-ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის მიზნით.

3. ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები, გარდა 1-ლ პუნქტში მითითებული მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგნაირად:

(a) მუდმივად, როდესაც ეს გამართლებულია მონაცემთა მიმოვცლის ფორმით ან როდესაც მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკები შეუფერებელია შესაბამისი საბაჟო ფორმალობებისთვის;

(b) დროებით, საბაჟო ორგანოების ან ეკონომიკური ოპერატორების კომპიუტერული სისტემების დროებითი გაუმართაობის შემთხვევაში.

4. 1-ლი პუნქტისგან გამონაკლისის სახით, განსაკუთრებული შემთხვევებისას, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს გამოიყენოს მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკების გარდა ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალებები.

გადაწყვეტილება ასეთ გამონაკლისზე გამართლებულია იმ წევრი სახელმწიფოს კონკრეტული სიტუაციით, რომელიც მოითხოვს მას და გამონაკლისი დაიშვება კონკრეტული ვადით. გამონაკლისი განიხილება პერიოდულად და შესაძლებელია გაგრძელდეს კონკრეტული დროის პერიოდით იმ წევრი სახელმწიფოს შემდგომი განცხადების საფუძველზე, რომელსაც ეხება ეს გამონაკლისი. გამონაკლისი უქმდება, როდესაც აღარ არსებობს გასამართლებელი საბუთი.

გამონაკლისი არ მოქმედებს ინფორმაციის გაცვლაზე სხვა წევრ სახელმწიფოებსა და იმ წევრ სახელიმწიფოებს შორის, რომელსაც ის ეხება, არც ინფორმაციის გაცვლასა და შენახვაზე სხვა წევრ სახელმწიფოებში, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების მიზნი