1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს, მათ შორის მათ ტერიტორიულ წყლებს, შიდა წყლებს და საჰაერო სივრცეს:

– ბელგიის სამეფოს ტერიტორია;

– ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– დანიის სამეფოს ტერიტორია, გარდა ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიისა;

– გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა ჰელგოლანდის კუნძულისა და ბიუზინგენის ტერიტორიისა (1964 წლის 23 ნოემბრის ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის);

– ესტონეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ირლანდიის ტერიტორია;

– საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ესპანეთის სამეფოს ტერიტორიები, სეუტას და მელილიას გარდა;

– საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა საფრანგეთის ზღვისიქითა ქვეყნებისა და იმ ტერიტორიებისა, რომელზეც ვრცელდება „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ მეოთხე ნაწილის დებულებები;

– ხორვატიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა ლივინიოს და კამპიონე-დ'იტალიის მუნიციპალიტეტებისა და იტალიისთვის მიკუთვნებული ლუგანოს ტბის წყლებისა, რომელიც მდებაორებს სანაპიროსა და პოლიტიკურ საზღვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე, პონტე ტრესასა და პორტო ჩერეზიოს შორის;

– კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორია, 2003 წლის მიერთების აქტის დებულებების შესაბამისად;

– ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორია;

– უნგრეთის ტერიტორია;

– მალტას ტერიტორია;

– ევროპაში ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია;

– ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– რუმინეთის ტერიტორია;

– სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– შვედეთის სამეფოს ტერიტორია;

– დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ნორმანდიის კუნძულებისა და მენის კუნძულების ტერიტორია.

2. შემდგომი ტერიტორიები, მათ შორის მათი ტერიტორიული წყლები, შიდა წყლები და საჰაერო სივრცე, რომლებიც მდებარეობენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიის გარეთ, მათთან მიმართებაში არსებული კონვენციებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, უნდა იქნეს მიჩნეული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილად:

(a) საფრანგეთი:

მონაკოს ტერიტორია, რომელიც განსაზღვრულია 1963 წლის 18 მაისს პარიზში ხელმოწერილი „საბაჟო კონვენციით“ (Journal officiel de la République française (საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალური ჟურნალი), 27 სექტემბერი, 1963, გვ. 8679);

(b) კვიპროსი:

გაერთიანებული სამეფოს აკროტირისა და დეკელიას სუვერენული ტერიტორია, რომელიც განსაზღვრულია 1960 წლის 16 აგვისტოს ნიქოზიაში ხელმოწერილი „კვიპროსის რესპუბლიკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებით“ (გაერთიანებული სამეფოს ხელშეკრულების სერია №4 (1961) Cmnd. 1252