1. საბაჟო ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ყველა ინფორმაცია, რომელიც თავისი ბუნებით კონფიდენციალურია ან რომელიც მიწოდებულია კონფიდენციალურობის დაცვით, დაცულია პროფესიული საიდუმლოების ვალდებულებით. გარდა 47(2)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასეთი ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, იმ პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე, რომელმაც უზრუნველყო მისი მიწოდება.

მიუხედავად ამისა, ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია გასაჯაროვდეს ნებართვის გარეშე, როდესაც საბაჟო ორგანოები ვალდებულნი ან უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ეს, მოქმედი დებულებების შესაბამისად, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ან სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს ევროკავშირის საბჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანათა ან ტერიტორიათა საბაჟო და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან საბაჟო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო შეთახმების ან ევროკავშირის კანონმდებლობის ჩარჩოს ფარგლებში, საერთო სავაჭრო პოლიტიკის სფეროში.

3. ინფორმაციის ნებისმიერი გასაჯაროება ან გაცემა 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო დონეს მონაცემთა დაცვის მოქმედ დებულებებთან სრული შესაბამისობი