1. ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული საბაჟო ფორმალობების განხორციელებაში ან საბაჟო კონტროლის პროცედურებში, საბაჟო ორგანოების მოთხოვნით და განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოფს ამ ორგანოებს ყველა აუცილებელი დოკუმენტითა და ინფორმაციით შესაბამისი ფორმით, და ამ ფორმალობებისა და კონტროლის პროცედურების დასრულებისათვის აუცილებელი დახმარებით.
2. საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის, საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან საბაჟო სააგენტოებთან პირის მიერ რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენა ან სხვა გადაწყვეტილების ავტორიზაციისათვის განცხადების წარდგენა დაინტერესებულ პირს პასუხისმგებლობას ანიჭებს ყველა შემდეგზე:
(a) დეკლარაციაში, შეტყობინებასა და განცხადებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულეზე;
(b) დეკლარაციის, შეტყობინებისა და განცხადების თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტების ავთენტურობა, სიზუსტე და კანონიერ ძალაში ყოფნაზე;
(c) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის შესაფერის სასაქონლო პროცედურებზე დაქვემდებარებასთან ან ავტორიზებული ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესაბამისობაზე.
პირველი აბზაცი, ასევე ვრცელდება ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ან მისთვის გადაცემული ფორმით.
როდესაც დეკლარაცია ან შეტყობინება წარდგენილია, განცხადება შეტანილია ან ინფორმაცია მიწოდებულია დაინტერესებული პირის საბაჟო წარმომადგენლის მიერ, როგორც ეს მითითებულია მე-18 მუხლში, საბაჟო წარმონადგენელი ამავდროულად ვალდებულია შეასრულოს ამ პუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებებ