კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) მე-9(2) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საბაჟო ორგანოებთან;

(b) მე-9(3) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც პირები, გარდა ეკონომიკური ოპერატორებისა, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საბაჟო ორგანოებთან;

(c) მე-9(4) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც საბაჟო ორგანოები აბათილებენ რეგისტრაცია