კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს შემდეგი:

(a) მე-6(2) მუხლში მითითებულ მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნები, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობების შესრულების საჭიროებისა და მე-6(1) მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის არსისა და მიზნის გათვალისწინებით;

(b) კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები, გარდა მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მე-6(3) მუხლის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(c) ინფორმაციის ტიპი და მონაცემები, რომლებიც შენახულ უნდა იქნეს 148(4)-ე მუხლსა და 214(1)-ე მუხლში მითითებულ ჩანაწერებშ