1. ეს რეგულაცია ადგენს ევროკავშირის საბაჟო კოდექსს (შემდგომში – კოდექსი), აყალიბებს რა ზოგად წესებსა და პროცედურებს, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ან გატანილ საქონელზე.
საერთაშორისო სამართლის, კონვენციებისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობის დაურღვევლად, კოდექსი ერთგვაროვნად ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.
2. საბაჟო კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება შესაძლებელია გავრცელდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ან საერთაშორისო კონვენციების ჩარჩოების ფარგლებში.
3. საბაჟო კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება, მათ შორის გამარტივებები, რომლებსაც ის უზრუნველყოფს, ვრცელდება ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლით ვაჭრობაზე, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილებს შორის, რომელზეც დირექტივის 2006/112/EC ან დირექტივის 2008/118/EC დებულებები ვრცელდება და ამ ტერიტორიის ნაწილებს შორის, სადაც ეს დებულებები არ ვრცელდება, ან ვაჭრობაზე ამ ტერიტორიის ნაწილებს შორის, სადაც ეს დებულებები არ ვრცელდებ