ამ კოდექსის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(1) „საბაჟო ორგანოები“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოთა იმ საბაჟო ადმინისტრაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე და სხვა ორგანოებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ეროვნული კანონმდებლობით, რომ გამოიყენონ საბაჟო კანონმდებლობა;

(2) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს კანონმდებლობას, რომელიც შედგება შემდეგისგან:

(a) კოდექსი და მისი დამატებითი ან განმახორციელებელი დებულებები, რომლებიც მიღებულია ევროკავშირის ან სახელმწიფო დონეზე;

(b) საერთო საბაჟო ტარიფი;

(c) კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების ევროკავშირის სისტემას;

(d) საბაჟო დებულებების შემცველი საერთაშორისო შეთანხმებები, თუ ისინი ვრცელდება ევროკავშირში.

(3) „საბაჟო კონტროლის პროცედურები“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ სპეციალურ მოქმედებებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისობა საბაჟო კანონმდებლობასა და იმ კანონმდებლობას შორის, რომელიც არეგულირებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ტერიტორიის გარეთ არსებულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის გადატანილი საქონლის შესვლას, გასვლას, ტრანზიტს, გადაადგილებას, დასაწყობებასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ასევე ევროკავშრის საბაჟო ტერიტორიაზე ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მყოფი საქონლის ყოფნასა და გადაადგილებას;

(4) „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან პირთა ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, მაგრამ ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის მიერ აღიარებულია, რომ გააჩნია სამართლებრივი აქტების შესრულების უნარი;

(5) „ეკონომიკური ოპერატორი“ ნიშნავს პირს, რომელიც საკუთარი საქმიანობის პროცესის ფარგლებში ჩართულია ისეთ საქმიანობაში, რომელზეც ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობა;

(6) „საბაჟო წარმომადგენელი“ არის პირი, რომელიც დანიშნულია სხვა პირის მიერ, იმ მოქმედებებისა და ფორმალობების განსახორციელებად, რომლებიც სავალდებულოა საბაჟო კანონმდებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობისას;

(7) „რისკი“ ნიშნავს შემთხვევის ალბათობასა და ზეგავლენას, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის გადაადგილებული საქონლის შესვლასთან, გასვლასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან მიმართებაში, ან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშრის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნასთან მიმართებაში, რომელიც:

(a) ხელს შეუშლის ევროკავშირის ან სახელმწიფო დონეზე არსებული ზომების გამოყენებას;

(b) რისკის ქვეშ დააყენებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსურ ინტერესებს; ან

(c) საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირისა და მისი მაცხოვრებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ჯანმრთელობას და გარემოსა და მის მომხმარებლებს.

(8) „საბაჟო ფორმალობები“ ნიშნავს ყველა ოპერაციას, რომელიც ხორციელდება პირისა და საბაჟო ორგანოების მიერ, საბაჟო კანონმდებლობასთან თანხვედრისთვის;

(9) „საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი აცნობებს საბაჟო ორგანოებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის შესახებ, დადგენილი ფორმითა და წესით, მითითებული ვადის ფარგლებში;

(10) „საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი აცნობებს საბაჟო ორგანოებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის შესახებ, დადგენილი ფორმითა და წესით, მითითებული ვადის ფარგლებში;

(11) „საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს, რომ საქონელი არის დროებით დასაწყობებული;

(12) „საბაჟო დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს საქონლის მოცემულ სასაქონლო ოპერაციაში განთავსების სურვილს, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ღონისძიებების გამოყენების საჭიროების მითითებით;

(13) „რეექსპორტის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს სურვილს, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელის გატანის შესახებ, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებით დასაწყობებულია;

(14) „შეტყობინება რეექსპორტის შესახებ“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს სურვილს, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის გატანის შესახებ, რომელიც მოქცეულია თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებით დასაწყობებულია;

(15) „დეკლარაციის წარმდგენი პირი“ ნიშნავს პირს, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციას, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციას, საქონლის გასვლის შემაჯამებელ დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან შეტყობინებას რეექსპორტის შესახებ, თავისი ან იმ პირის სახელით, ვისი სახელითაც წარდგინდება შეტყობინება;

(16) „სასაქონლო ოპერაცია“ ნიშნავს ნებისმიერ შემდეგ პროცედურას, რომელსაც შეიძლება საქონელი დაექვემდებაროს კოდექსის შესაბამისად:

(a) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

(b) სპეციალური პროცედურები;

(c) ექსპორტი.

(17) „დროებითი დასაწყობება“ ნიშნავს ევროკავშირის საქონლის სტატუსის არქმონე საქონლის დროებით შენახვას საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, მათი საბაჟოზე წარდგენასა და მათი სასაქონლო ოპერაციაზე დაქვემდებარებას ან რეექსპორტს შორის პერიოდში;

(18) „საბაჟო დავალიანება“ ნიშნავს პირის ვალდებულებას გადაიხადოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი, რომელიც ვრცელდება მოქმედი საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქონელზე;

(19) „მოვალე“ არის ნებისმიერი, საბაჟო დავალიანებაზე ვალდებული პირი;

(20) „იმპორტის გადასახადი“ ნიშნავს საქონლის იმპორტზე გადასახდელ საბაჟო გადასახადს;

(21) „ექსპორტის გადასახადი“ ნიშნავს საქონლის ექსპორტზე გადასახდელ საბაჟო გადასახადს;

(22) „საბაჟო სტატუსი“ ნიშნავს საქონლის, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე ან არმქონე საქონლის სტატუსს;

(23) „ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი“ ნიშნავს იმ საქონელს, რომელიც განეკუთვნება რომელიმე შემდგომ კატეგორიას:

(a) საქონელი, რომელიც სრულად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზეა მოპოვებული და არ მოიცავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, სხვა ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან იმპორტირებულ საქონელს;

(b) საქონელი, რომელიც შემოტანილია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ტერიტორიის საზღვრებს გარეთ ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;

(c) საქონელი, რომელიც მოპოვებული ან წარმოებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ან მხოლოდ (b) ქვეპუნქტში მითითებული საქონლისგან ან (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული საქონლისგან.

(24) „ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი“ ნიშნავს საქონელს, გარდა 23-ე პუნქტში მითითებული საქონლისა ან საქონელს, რომელმაც დაკარგა საბაჟო სტატუსი როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელმა;

(25) „რისკის მართვა“ ნიშნავს რისკის სისტემატურ იდენტიფიკაციას, მათ შორის არაგეგმური შემოწმებების მეშვეობით და ყველა საჭირო ზომის განხორციელებით, რისკის ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით;

(26) „საქონლის გაშვება“ ნიშნავს ქმედებას, რომლითაც საბაჟო ორგანოები ხელმისაწვდომს ხდიან საქონელს იმ სასაქონლო ოპერაციებისთვის განსაზღვრული მიზნებისთვის, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან;

(27) „საბაჟო ზედამხედველობა“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ ზოგად ქმედებას, საბაჟო კანონმდებლობისა და, საჭიროების შემთხვევაში, იმ დებულებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც ვრცელდება საქონელზე და ექვემდებარება ასეთ ქმედებებს;

(28) „ანაზღაურება“ ნიშნავს იმპორტის ან ექსპორტის გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნებას;

(29) „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ ნიშნავს იმპორტის ან ექსპორტის იმ გადასახადის გადახდის ვალდებულების მოხსნას, რომელიც არ არის გადახდილი;

(30) „გადამუშავებული პროდუქტი“ ნიშნავს გადამუშავების პროცესს დაქვემდებარებულ საქონელს, რომელმაც გაიარა გადამუშავების ოპერაციები;

(31) „ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი“ არის:

(a) ფიზიკური პირის შემთხვევაში, ნებისმიერ პირი, რომლის საბინადრო გარემო მდებარეობს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) იურიდიული პირის ან პირთა გაერთიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, რომელსაც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე აქვს რეგისტრირებული საწარმო, ცენტრალური შტაბი ან მუდმივი დაწესებულება.

(32) „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს ფიქსირებულ კომერციულ ადგილს, რომელსაც მუდმივად გააჩნია საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსები და რომლის საშუალებითაც პირის საბაჟოსთან დაკავშირებული ოპერაციები მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება;

(33) „საქონლის საბაჟოზე წარდგენა“ ნიშნავს საბაჟო ორგანოში შეტყობინების წარდგენას საქონლის ჩამოსვლის შესახებ საბაჟოში ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილს და საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის ამ საქონლის ხელმისაწვდომობას;

(34) „საქონლის მფლობელი“ ნიშნავს პირს, რომელიც არის საქონლის მესაკუთრე ან რომელსაც გააჩნია მათი განკარგვის მსგავსი უფლება ან რომელსაც აქვს მათზე ფიზიკური კონტროლი;

(35) „დეკლარანტი“ ნიშნავს:

(a) პირს, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის სახელითაც არის დეკლარაცია წარდგენილი; ან

(b) პირს, რომელსაც გადაეცა სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

(36) „კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები“ ნიშნავს არასატარიფო ღონისძიებებს, რომლებიც დადგინდა როგორც საერთო სავაჭრო პოლიტიკის ნაწილი, საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის მარეგულირებელი ევროკავშირის დებულებების ფორმით;

(37) „გადამუშავების ოპერაციები“ ნიშნავს რომელიმეს შემდეგი ჩამონათვალიდან:

(a) საქონლის ამუშავება, მათ შორის მათი აღმართვა, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;

(b) საქონლის დამუშავება;

(c) საქონლის განადგურება;

(d) საქონლის შეკეთება, მათ შორის მათი აღდგენა და გამართვა;

(e) იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ მოიძებნება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ ამ პროდუქტის წარმოების საშუალებას იძლევა ან ხელს უწყობს მას, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება ამ პროცესში (დამხმარე მასალები).

(38) „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა“ ნიშნავს გადამუშავების პროცედურებზე დაქვემდებარებული მოცემული რაოდენობის საქონლის გადამუშავებისგან მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის რაოდენობას ან პროცენტულ მაჩვენებელს

(39) „გადაწყვეტილება“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საქმეზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ განჩინებასთან და პირზე ან დაინტერესებულ პირებზე იურიდიული ძალის ქონასთან.

(40) „გადამზიდველი“ ნიშნავს:

(a) შესვლასთან დაკავშირებით, პირს, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა,(i) კომბინირებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილდება, როგორც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალება;

(ii) საზღვაო ან საჰაერო მოძრაობის შემთხვევაში, გემის გაზიარებისას ან საკონტრაქტო შეთანხმებისას, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს ზედნადებს ან საჰაერო უწყისს საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გადატანისთვის.

(b) გასვლასთან დაკავშირებით, პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ან რომელიც იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა:

(i) კომბინირებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტირების ქმედით საშუალებას, რომელიც ტოვებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას, გადააქვს მხოლოდ ტრანსპორტირების სხვა საშუალება, რომელიც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალების დანიშნულების ადგილზე შესვლისას გადაადგილდება დამოუკიდებლად როგორც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალება, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ევროკავშირის საბაჟო ტერიტოორის დატოვებისა და დანიშნულების ადგილზე შესვლის შემდეგ გადაადგილდება დამოუკიდებლად;

(ii) საზღვაო ან საჰაერო მოძრაობის შემთხვევაში, გემის გაზიარებისას ან საკონტრაქტო შეთანხმებისას, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს ზედნადებს ან საჰაერო უწყისს საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გადატანისთვის.

(41) „შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯები“ ნიშნავს იმპორტიორის მიერ აგენტისთვის გადახდილ საფასურს მისი წარმოდგენისთვის შეფასებული საქონლის შესყიდვისას.

თავი 2

პირის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები

სექცია 1

ინფორმაციის მიწოდე