1. წევრი სახელმწიფოები თანამშრომლობენ კომისიასთან, რათა განავითარონ, შეინარჩუნონ და ამუშავონ ელექტრონული სისტემები, საბაჟო სააგენტოებსა და კომისიას შორის ინფორმაციის გაცვლის და ასეთი ინფორმაციის შენახვის მიზნით, კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
2. წევრ სახელმწიფოებს, რომელთათვისაც დაშვებულია გამონაკლისი მე-6(4) მუხლის შესაბამისად, არ ესაჭიროებათ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ელექტრონული სისტემების განვითარება, შენარჩულება და ამუშავება, მოცემული გამონაკლისის ფარგლებშ