1. საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტ(ებ)ზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრის პროცესში ბაზრის ეფექტიანი კონკურენტუნარიანობის დასადგენად მხედველობაში მიიღება პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურენტული შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ისინი ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებს, ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებს და სხვა ტიპის პროდუქტებს ან მომსახურებებს, რომლებიც საბოლოო მომხმარებლის თვალსაზრისით მიიჩნევა ურთიერთჩანაცვლებადად.

2. ბაზრის ანალიზი შესაძლებელია განხორციელდეს საბითუმო, საცალო და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზრის სეგმენტებზე. საცალო ბაზრის სეგმენტი შეიძლება მიუთითებდეს კომისიას საბითუმო ბაზრის სეგმენტის სტრუქტურაზე, თუმცა თავისთავად არ არის გადამწყვეტი ბაზრის საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსასაზღვრად. შესაბამისად, არ არის აუცილებელი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრა საცალო დონეზე, რათა დადგინდეს, რომ ავტორიზებული პირები სარგებლობენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტ(ებ)ზე. თუ ბაზრის ანალიზის საფუძველზე კომისია დაადგენს, რომ ბაზრის შესაბამისი სეგმენტი კონკურენტუნარიანია – ე. ი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ საქმიანობს ავტორიზებული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვა ავტორიზებულ პირებთან ერთად ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ასეთ შემთხვევაში კომისია არ ახორციელებს სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას, ხოლო, თუ ასეთი ვალდებულებები უკვე დაწესებულია, კომისია აუქმებს მათ.

3. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ავტორიზებულ პირებს, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც შეეხება სპეციფიკური ვალდებულებების გაუქმება, განესაზღვროთ გონივრული და პროპორციული გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც სპეციფიკური ვალდებულებები დარჩება ძალაში. უზრუნველყოფს სტაბილურ გარდამავალ პერიოდს  ვალდებულებების ბენეფიციარებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის (და მათი არჩევანისთვის). ამასთან, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში კომისიას უფლება აქვს, დაადგინოს კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაშვების მოქმედ ხელშეკრულებებთან მიმართებით.

4. თუ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ავტორიზებულ პირს გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, გამოირიცხება ერთობლივი საბაზრო ძალაუფლების არსებობა და მისი შემოწმების საჭიროება.

5. თუ კომისია ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგად დაადგენს, რომ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, კომისია აღნიშნულ პირებს განუსაზღვრავს შესაბამის სპეციფიკურ ვალდებულებებს, საქართველოს კანონმდებლობით და ამ პროცედურების VI თავის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარ