1. კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ეფექტიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კონკურენციის წინასწარი და შემდგომი რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ბ) ავტორიზებული პირების კონცენტრაციების რეგულირება;
გ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარების ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
დ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზისა და ანალიტიკური პორტალის მართვა და ფუნქციონალური განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავება და საფასურის დადგენა ბიზნესმოდელირებისა და ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო მომსახურებათა ფასების კვლევა საერთაშორისო ან/და რეგიონული მასშტაბით, დარგის ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მონიტორინგის გაწევა კონკურენციის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; ბაზრის კონკურენტულობასა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე გავლენის მქონე პოტენციური ფაქტორების პერიოდული ანალიზი, ანგარიშგება და წინადადებების მომზადება;
გ) კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა კომისიისთვის;
დ) კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების დადგენის მიზნით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად; ანალიზის შედეგად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისა და მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების განსაზღვრა;
ე) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით წინადადებების მომზადება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეცვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
ვ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
ზ) კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებების, მათ შორის, კონცენტრაციის რეგულირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შედეგებისა და ზეგავლენის მონიტორინგი და შეფასება; შეფასების შედეგების გათვალისწინებით კომისიისათვის წინადადებების მომზადება შემდგომი რეაგირების თაობაზე;
თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების კონცენტრაციების (მათ შორის, შერწყმა, წილის/აქციების და აქტივების შეძენა-გასხვისება) ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ი) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიისა და შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ჩატარება;
კ) განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების მეთოდოლოგიური ჩარჩოს თანმიმდევრული სრულყოფისა და კომისიის მეთოდოლოგიური მიდგომების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;
მ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზისა და ანალიტიკური პორტალის მართვა, ფუნქციონალური განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება, განხილვა და განხორციელება კომისიის აპარატის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზაში შეტანილი მონაცემების ვალიდაცია, ასევე, ბაზის მომხმარებელთა საჭიროებების პერიოდული კვლევა, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირება და საჭიროებისამებრ მათი დახმარება და კონსულტირება;
ნ) ავტორიზებული პირების მიერ კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზასა და ანალიტიკურ პორტალზე წარმოსადგენი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემების წარმოდგენის ფორმების შემუშავება, ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ სტატისტიკური ინფორმაციისა და შესაბამისი ანგარიშგების მონაცემების დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში კომისიისთვის მოწოდებაზე ზედამხედველობის გაწევა, ხოლო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ო) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავების ან განახლების თაობაზე კომისიისათვის წინადადებების მომზადება;
პ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დადგენა ბიზნეს-მოდელირებისა და ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
ჟ) სატელეკომუნიკაციო დარგში თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გაზიარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის ხელშეწყობ