1. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად კომისიამ შეიძლება განახორციელოს პროექტები. ამ დებულების მიზნებისათვის პროექტად მიიჩნევა დროის განსაზღვრულ პერიოდში კომისიის აპარატის ერთი ან რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელი აქტივობების ერთობლიობა, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტით წინასწარ განსაზღვრული მიზნების ან/და ამოცანების მიღწევას, იმ კონკრეტული პროდუქტის ან პროდუქტების შექმნით, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით არის განსაზღვრული.

2. პროექტების განხორციელებაში ჩართული კომისიის აპარატის თანამშრომლები იმყოფებიან ორმაგ დაქვემდებარებაში და ანგარიშვალდებულნი არიან როგორც იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე, რომელშიც ისინი დასაქმებულნი არიან, ასევე, მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელების წინაშე იმ ვადით, რა ვადითაც ისინი ჩართულები არიან პროექტულ სამუშაოში.

3. პროექტის განხორციელებაში ჩართული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საკითხი წესრიგდება კომისიის აპარატში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და  წახალისების, აგრეთვე, პროექტების მართვის ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, განხორციელებულ პროექტების საბოლოო შედეგებისა და ამ პროექტებში შესაბამისი თანამშრომლების შესრულების დონის გათვალისწინები