1. კომისია მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად ქმნის აპარატს, ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას,  განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებულთა სახელფასო სარგოებს.

2. კომისიის აპარატის მართვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით და კომისიის შესაბამისი წევრის თანხმობით, კომისიის წევრებს შორის ნაწილდება საკურატორო სფეროები საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვი