1. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების საქმიანობის რეგულირება;
ბ) მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა;
გ) ონლაინ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა კომისიის აპარატის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
დ) მაუწყებლობის სფეროში კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზისა და ანალიტიკური პორტალის მართვა და ფუნქციონალური განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება.
2. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა;
ბ) კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად საკონკურსო ან/და სალიცენზიო ვალდებულებების დადგენის პროცესში მონაწილეობის მიღება კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის მაუწყებლობის განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მოდიფიცირების, ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე დასკვნების მომზადება;
ე) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა ან/და შეთანხმებებით, სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა (მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და სარეკლამო კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმების) და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის ნორმების, აგრეთვე, კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა, შემოწმების აქტებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
ვ) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, ელექტრონული მედიასაშუალებების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ბეჭდური მედიის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ნორმათა შესრულების მონიტორინგი და რეაგირების უზრუნველყოფა;
ზ) მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგის გაწევა და სათანადო რეაგირება;
თ) კომისიის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობით, ონლაინ სივრცეში კანონმდებლობით დაუშვებელი პროდუქციის (მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით) განთავსების შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
ი) მაუწყებლობის სფეროში კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზისა და ანალიტიკური პორტალის მართვა, ფუნქციონალური განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება, განხილვა და განხორციელება კომისიის აპარატის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზაში შეტანილი მონაცემების ვალიდაცია, ასევე, ბაზის მომხმარებელთა საჭიროებების პერიოდული კვლევა, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირება და საჭიროებისამებრ მათი დახმარება და კონსულტირება;
კ) ავტორიზებული პირების მიერ კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზასა და ანალიტიკურ პორტალზე წარმოსადგენი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემების წარმოდგენისთვის ფორმების შემუშავება, ავტორიზებული პირების მიერ სტატისტიკური ინფორმაციისა და შესაბამისი ანგარიშგების მონაცემების დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში კომისიისთვის მოწოდებაზე მონიტორინგის გაწევა, ხოლო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება; წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
ლ) კომისიაში დანერგილი სატელევიზიო აუდიტორიისა და სარეკლამო მონაცემების მზომი სისტემის მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადებ