1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და  კოორდინაცია;

ბ) კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კომისიის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის პროცესის წარმართვა, კომისიის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი საქმიანობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კომისიის დასახული ამოცანების გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დარგობრივ გაერთიანებებთან, დონორებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, სხვა ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარება, მართვა, გაღრმავება და კოორდინაცია;

გ) კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით და კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში წარმართული საერთაშორისო საქმიანობის მონიტორინგი;

დ) სამსახურის, აგრეთვე, კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმართული საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და მისი გაზიარება კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ე) კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა კომისიის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;

ვ) კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულების ანგარიშების მომზადება;

ზ) კომისიის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების გათვალისწინებით, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის   მოძიება, პროექტების მართვაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)თან კოორდინაციით პროექტების დაგეგმვასა და სათანადო საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს განვითარების მიზნით მიმდინარე საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის უზრუნველყოფა;

ი) კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და კვლევითი ორგანიზაციებისთვის საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და კვლევითი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების  და რეიტინგების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ რეაგირება;

კ) ელექტრონული კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციების ან დარგობრივი გაერთიანებების მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ინდექსებში ქვეყნის პოზიციებზე დაკვირვება, პოზიციების ცვლილებების გამომწვევი მიზეზების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციი