1. ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კომისიაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, მართვა და მისი მუდმივი გაუმჯობესება;
ბ) კომისიაში სამუშაო პროცესების განგრძობითი ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია;
გ) კომისიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა:
დ) კომისიის საოპერაციო მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
2. ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ხარისხის მართვის სისტემის პრინციპებიდან გამომდინარე კომისიის სამუშაო პროცესების აღწერა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის სამუშაო პროცესების შეფასების ინდიკატორების შემუშავება, დაწესებულ ინდიკატორებთან მიმართებაში პროცესების პერიოდული შეფასება და შეფასების შედეგების გათვალისწინებით პროცესების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
გ) კომისიის სამუშაო პროცესების განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა და გარე რისკების გამოვლენა, შეფასება და მართვის ღონისძიებების შემუშავება, აღნიშნული ღონისძიებების ეფექტიანობის პერიოდული შეფასება და სათანადო დამატებითი ზომების მიღება კომისიის აპარატის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
დ) კომისიის ხარისხის მართვის ორგანიზაციული სისტემის გაუმჯობესებისა ან/და ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობათა იდენტიფიცირება, ანალიზი და დროში გაწერილი ხარისხის მიზნების განსაზღვრა; დასახული მიზნების მისაღწევად სამოქმედო გეგმების შემუშავება კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ე) კომისიის ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში შიდა აუდიტის ყოველწლიური გეგმის შემუშავება და ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად შიდა აუდიტის ჩატარება. ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად რეკომენდებული ზომების განხორციელებაზე ზედამხედველობის გაწევა და ანგარიშგება;
ვ) კომისიის მომსახურების საბოლოო მომხმარებელთა ძირითადი ჯგუფების იდენტიფიცირება და თითოეული ჯგუფის კმაყოფილების დონის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხარისხის მართვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
ზ) კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის ხარისხის მართვის სისტემისა და სამუშაო პროცესების შესახებ ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება;
თ) სასერთიფიკაციო აუდიტის ორგანიზება და აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
ი) კომისიაში მიმდინარე პროცედურული გადაცდომების შესწავლა და სათანადო რეაგირება, სამუშაო პროცესების შესაბამის დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებით;
კ) კომისიაში მიმდინარე პროცესებზე რეგულარული დაკვირვებით სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და საჭიროების მიხედვით პროცესების ან პროცესის შემადგენელი ეტაპების ავტომატიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ლ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, აგრეთვე, კომისიის აპარატში დასაქმებულთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენაში მონაწილეობის მიღება;
მ) კომისიის აპარატში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავება, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა, პერიოდული აუდიტი და ანგარიშგება;
ნ) კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების უზრუნველყოფა, შიდა ორგანიზაციული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
ო) ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესაბამისობის, ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების დასახვა;
პ) ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება;
ჟ) კომისიის სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების დადგენ