1. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების თაობაზე ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე.
2. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე;
გ) ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის მიერ მომზადებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე შესაბამისი მოსაზრებების წარმოდგენა;
დ) კომისიის დავალების საფუძველზე საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე;
ვ) კომისიის სიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობ