1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მეთვალყურეობს ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებას.
3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭ