1. ინსტიტუტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერების და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას.

2. ინსტიტუტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ამ წესდებას.

3. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემოკლებით – „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი“, აბრევიატურა - „სტი“.

4. ინსტიტუტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, შტამპი საკუთარი დასახელებით, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. ინსტიტუტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხე