1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

2. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებია: ექსპერიმენტული კვლევების დეპარტამენტი, განყოფილებები, კვლევითი ლაბორატორიები და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტული კვლევების პროცესში.

3. ინსტიტუტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია საგანმანათლებლო და თეორიული კვლევების დეპარტამენტი და სხვა ერთეულები, რომლებიც ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

4. საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით იქმნება ადმინისტრაცია, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზებას;

ბ) ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას;

გ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

დ) მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;

ე) საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს;

ვ) საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას/განვითარებას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის აკადემიური, საინჟინრო-ტექნიკური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგი