1. სამეცნიერო საბჭო არის ინსტიტუტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ინსტიტუტის სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ითანხმებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და მასში შესატან ცვლილებებს;
გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;
დ) შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ- მინისტრს;
ე) ამტკიცებს უმაღლესი განათლების პროცესში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
ვ) ითანხმებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ მთავრობისათვის წარსადგენად მომზადებულ წლიურ ანგარიშს;
ზ) განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს;
თ) ამტკიცებს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტის პროექტს;
ი) ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ დებულებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
კ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის დებულებას;
ლ) ახორციელებს ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამეცნიერო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სამეცნიერო საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მდივანს, 2 წლის ვადით, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით ირჩევს სამეცნიერო საბჭო ინსტიტუტის თანამშრომელთაგან.
6. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3-ისა.
7. სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ისა.
8. სამეცნიერო საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმ