აკადემიური და საინჟინრო პერსონალის მოვალეობებია:
ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებისა და სხვა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს ინსტიტუტის მმართველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
გ) დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები;
დ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და მეცნიერულ ზრდაზე;
ე) იზრუნოს კვლევის განსაკუთრებული უნარის მქონე სტუდენტთა გამოვლენისა და მათში ამ უნარის გაღრმავებისათვის;
ვ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები;
ზ) აკადემიური პერსონალი სრულად პასუხისმგებელია კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელების ხარისხზე;
თ) საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, შრომითი ხელშეკრულებითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ფარგლებში, სრულად პასუხისმგებელია კვლევითი ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებაზ