1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის დებულებით განსაზღვრული ვადითა და წესით.
2. საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის შრომითი ხელშეკრულება განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, თუ იგი დაკავშირებულია კონკრეტული მოცულობის სამეცნიერო სამუშაოს შესრულებასთან ან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებთან. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმი