1. ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დატანილი საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს საინჟინრო ქსელებისა და ობიექტების ეფექტიანი, უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობა.

2. ძირითად ნახაზზე დატანილი საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები გენერალური გეგმის საპროექტო მასშტაბთან მიმართებით, მცირე გაბარიტებისა და მათ განმაპირობებელ ობიექტთა საიდუმლო ან არასაჯარო ხასიათიდან გამომდინარე, ატარებს საორიენტაციო ხასიათს და ექვემდებარება დაზუსტებას შემდგომი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების ან/და კონკრეტული ობიექტების გეგმარებითი სამუშაოების ფარგლებში.

3. საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვების ტერიტორიების ფარგლებში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები იწარმოება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მუნციპალიტეტისა მთავრობისა და შესაბამისი საინჟინრო უზრუნველყოფის განმახორციელებელი (ქსელის/ობიექტის მესაკუთრე ან ოპერატორი) მხარეების კონსულტირება-შეთანხმების საფუძველზე.

4. ტრანსსაქალაქო და ტრანსნაციონალური მნიშვნელობის ქსელებისა და ობიექტების შემთხვევაში განვითარებით პირობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეითანხმებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი ორგან