1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონში ობიექტების განთავსება ხდება საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მის საფუძველზე აეროდრომის ექპლუატანტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. შეზღუდვითი არეალები შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის მოთხოვნების მიხედვით, რომელთა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დაცვა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას.
3. აეროდრომების რაიონებისა და შესაბამისად დაკავშირებული შეზღუდვების დამუშავება-დადგენა წარმოადგენს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვალდებულება