1. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გარემოს დამცავი ზონები განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების თანახმად.
2. გარემოსდამცავი ზონა 3 (გდზ-3) განესაზღვრება წყლის მუდმივი ღირებულების მქონე ობიექტებს და ემსახურება მათი ტერიტორიის დაცვას.
3. მოცემულ ტერიტორიაზე დასაშვებია წყლის დაცვისა და აღდგენისათვის აუცილებელი აქტივობები.
4. სამშენებლო საქმიანობები წყლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ მისი დაცვის ან/და აღდგენის მიზნი