1. თბილისის ტერიტორიაზე გეოდინამიკური საფრთხეების არეალები განისაზღვრა ზოგადი კვლევით, მასალის საფუძველზე და არ მოიცავს ზუსტ ინფორმაციას ყოველი განცალკევებული ნაკვეთისათვის, ამდენად, ის არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც შემდგომი საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, შესაბამისი გეოლოგიური შესწავლისა და კვლევების ჩამანაცვლებელი მასალა.
2. გეოდინამიკური საფრთხის არეალებში სამშენებლო წარმოება არ არის რეკომენდებული. სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
3. გეოდინამიკური საფრთხის არეალში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საფრთხის შეფასება და შესაბამისი დამცავი და მაკომპენსირებელი ზომების განსაზღვრა-გატარებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საფრთხე არა მხოლოდ საპროექტო ტერიტორიისათვის, არამედ დაგეგმილი სამუშაოებითა და განაშენიანებით შექმნილი, გეოდინამიკურ პირობებთან დაკავშირებული საფრთხით სხვა ობიექტების, ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისათვის.
4. გეოდინამიკური საფრთხის არეალები წარმოადგენს შეზღუდვას ყველა ტიპის სამშენებლო-განვითარებითი სამუშაოსათვის, მათ შორის გამაგრებითი, ლანდშაფტური და საინჟინრო. მოცემული სამუშაოები ასეთ ტერიტორიებზე დაიშვება სპეციალური მიზანმიმართული კვლევის საფუძველზ