1. სანიტარიული დაცვის არეალები განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოფს დედაქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი სანიტარიული ნორმების დაცვას.
2. სანიტარიული ზონები დატანილია და მათი შემდგომი განვითარება განისაზღვრება შემდგომი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად:
ა) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილება“;
გ) „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები“ (დანართი 5)“;
დ) საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2012-2016);
ე) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილება;
3. ნაგავსაყრელთან მიმართებაში სანიტარიული შეზღუდვები დადგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კვლევით დოკუმენტებში აღწერილი ფორმი