1. ქალაქის განვითარება უნდა ითვალისწინებდეს ქალაქის მოსახლეობის თანაბარი წვდომის შესაძლებლობას ინტერნეტზე.

2. ინტერნეტი თანამედროვე სივრცეში განხილული უნდა იქნეს, როგორც ქალაქის სხვა საინჟინრო კომუნალური ქსელების ტოლი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის.

3. ინტერნეტით უზრუნველყოფა  განხილული უნდა იქნეს, როგორც საჯარო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი.

4. უნდა წახალისდეს და ხელი შეეწყოს იმ წამოწყებებსა და პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო სივრცეების ინტერნეტწვდომის უზრუნველყოფას.

5. საჯარო სივრცეში განთავსებულ საშუალო და მსხვილ ობიექტებს, ან ობიექტთა განთავსების მსურველებს, საკომპენსაციო მექანიზმების ფარგლებში შესაძლოა განესაზღვროთ მოცემული საჯარო სივრცის მუდმივი უფასო ინტერნეტწვდომის უზრუნველყოფა.

6. სოციალური ინფრასტრუქტურის ერთეულების მოწყობისათვის (ჯანდაცვის ობიექტები, განათლების ობიექტები და სხვა) მათი ტერიტორიის ინტერნეტუზრუნველყოფა განისაზღვრება სავალდებულო გარემოება