1. კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს ამ სისტემის მმართველ კომპანიასა და სხვა მსგავსი აუცილებლობების მქონე სისტემების მმართველ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმებული კომპლექსური სამუშაო სისტემის შექმნაზე.
2. საჭიროა დაინერგოს ავტომატური ელექტრონული სისტემები. სატელეფონო სადგურები უნდა აღიჭურვოს ციფრული სისტემების მოწყობილობით, მხოლოდ ციფრული სისტემების დანერგვით შეიძლება მიღწეულ იქნეს ხარისხობრივი ახალი კავშირები და სააბონენტო მომსახურების სრულყოფილი სერვისი.
3. სადგურთაშორისო და კვანძთაშორისო კავშირების თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იქნეს შემჭიდროებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.
4. მობილური კავშირის საშუალებათა განვითარებასთან ერთად, საზოგადოებაში კავშირგაბმულობის ტრადიციული მექანიზმებისა და სისტემებისადმი ინტერესის შემცირება არ უნდა განისაზღვროს ქალაქის განვითარებაში უკანასკნელის იგნორირების მიზეზად. კავშირგაბმულობის ქსელების არსებობა წარმოადგენს ქალაქის სტრატეგიული უსაფრთოხების საკითხს და მათი გეგმარება-განვითარება უნდა მოხდეს სავალდებულო ფორმით, მიუხედავად მიმდინარე საბაზრო მოთხოვნის მსგავსი ტიპის სერვისზ