1. სანიაღვრე წყალარინების სისტემების განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს ამ სისტემის მმართველ კომპანიასა და სხვა მსგავსი აუცილებლობების მქონე სისტემების მმართველ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმებული კომპლექსური სამუშაო სისტემის შექმნაზე.

2. სანიაღვრე სისტემების განვითარება უნდა განიხილებოდეს როგორც საგზაო მშენებლობის განუყოფელი ნაწილი.

3. სანიაღვრე სისტემების მოცულობითი მაჩვენებლების შეფასება სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს ყველა იმ პროექტისათვის, რომელიც გულისხმობს საფარისა ან მიწის ზედაპირის ჩანაცვლებას ასფალტით ან სხვა წყლის დაბალი აბსორბციის უნარის მქონე ზედაპირით.

4. თბილისისათვის, როგორც რთული რელიეფის ქალაქისათვის, სანიაღვრე სისტემის განვითარება წარმოადგენს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხს.

5. გადამოწმდეს არსებული გაერთიანებული სისტემების პარამეტრები, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში ჩამომავალი კოლექტორების პარამეტრები, რის შემდეგაც აუცილებელია მოხდეს მათი რეაბილიტაცია მათგან განაჟონების აღკვეთისა და საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვისაგან დაცვის მიზნით,6. გადაიხედოს ხევების კანალიზირების მიდგომა, განვითარებისათვის დაიგეგმოს მათი ღია სახით შენარჩუნების ან გახსნის შესაბამისი გადაწყვეტებ