1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიზანს წარმოადგენს ბუნებრივი გარემოს დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, ანთროპოგენური გავლენის ეკოლოგიურად დასაშვებ დონემდე შემცირება, სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი, სპორტული აქტივობებისა და სოციალური ინტერაქციისთვის საჭირო მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება.
2. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საერთო საქალაქო გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში ასრულებს კომპლექსური საკოორდინაციო დოკუმენტის ფუნქციას და ეყრდნობა ისეთ ურბანულ ინდიკატორებს, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტის გარემოსდაცვითი მონიტორინგი.
3. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით:
ა) გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული არსებული რესურსების პოტენციალი მომავალი თაობებისათვის;
ბ) ქალაქის მდგრადი განვითარების მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება და გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვა, ხოლო განაშენიანებულ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გამოყენებული უნდა იქნეს ეფექტურად და ოპტიმალურად;
გ) თბილისის სარეკრეაციო სისტემა ეფუძნება ბუნებრივი გარემოს ელემენტებს: განაშენიანებული ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან;
დ) ქალაქის ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე სარეკრეაციო სივრცეების სიმწირისა და სარეკრეაციო ტერიტორიების არათანაბარი დაფარულობის გამო, ყველა უბნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ახალი, საერთო სარგებლობის მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნა წარმოადგენს;
ე) სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ განაშენიანებულ ტერიტორიებს შორის ან უშუალოდ მათ მიმდებარედ, ისეთ ადგილებში, სადაც ლანდშაფტური თავისებურებები ქვეითთათვის მიწვდომადობას მნიშვნელოვნად არ ზღუდავს. ამ მხრივ, პრიორიტეტულია თბილისის ურბანულ ნაწილში არსებული მდინარეთა ხეობები და ხევები, განსაკუთრებით მდინარე მტკვრის ჭალები და მიმდებარე ბუნებრივი გარემო;
ვ) ქალაქის ურბანულ ნაწილში არსებული მწვანე სივრცეები, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა თუ არსებული ზონის სახეობისა, პირველ რიგში, მოაზრებულია როგორც მწვანე სარეკრეაციო სივრცეების განვითარების ტერიტორიები;
ზ) საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობის ზრდა უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ორიენტირებულია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული მასის არანაკლებ 10 მ2 უზრუნველყოფისაკენ;
თ) ქალაქის ეკოსისტემის მდგრადობა ეყრდნობა გამწვანებული სივრცეების და ხევების შემკრები მტკვრის ბუნებრივ-ლანდშაფტური კარკასის – ქალაქის ტერიტორიის ბუნებადამცავი და რეკრეაციული, ფუნქციური ქვესისტემის შენარჩუნებას, განვითარებას, გაჯანსაღებას, ვიზუალურ გახსნასა, აქცენტების გაძლიერებას და მის ინტეგრირებას საქალაქო ცხოვრებაში;
ი) პრიორიტეტულია მტკვრის სანაპიროს გასწვრივ ერთიანი საფეხმავლო ქსელის ჩამოყალიბება, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე;
კ) პრიორიტეტულია ქალაქის ირგვლივ ბუფერული გამწვანების ზონის შემდგომი განვითარება, დეგრადირებული ტერიტორიების, მწვანე ნარგავებისა და ლანდშაფტური სივრცეების აღდგენა;
ლ) მნიშვნელოვანია რეკრეაციული არეალების დადგენა მცხეთა-თბილისსა და რუსთავი-თბილისს შორის, ერთგვარი მწვანე სარტყელის მონაკვეთის შექმნის გზით, რაც შესაბამისად ასახულია ზონირების რუკაზე;
მ) პრიორიტეტულია თბილისის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სააგარაკო დასახლებათა გარშემო არსებული რეკრეაციული და ლანდშაფტური ტერიტორიების დაცვა და მათი შემდგომი განვითარება;
ნ) გარემომცველ რეკრეაციულ ტერიტორიებზე სააგარაკო და საბაღე ნაკვეთებისათვის ახალი ტერიტორიების გამოყოფა ორიენტირებულია მხოლოდ მათი განაშენიანების სისტემური ორგანიზების ფარგლებში;
ო) ფუნქციაშეცვლილი საწარმოო და ბრაუნფილდების ტერიტორიების რეკულტივაცია და სანაცია განხორციელდება მხოლოდ სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მისი შემდგომი უფრო ღირებული ფუნქციისათვის გამოყენების მიზნით;
პ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება;
ჟ) პრიორიტეტულია საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ტერიტორიებზე, რეკრეაციულ ზონებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებში მოქცევა, ტერიტორიის ფუნქციური ზონირების, გამწვანების, განაშენიანების თანამედროვე მეთოდების, მოძრაობის ორგანიზაციის, სპეციალური საინჟინრო ნაგებობების, ძირითადი მაგისტრალებისა და რკინიგზის გასწვრივ ხმაურდამცავი ფარების მოწყობის საშუალებით;
რ) პრიორიტეტულია საცხოვრებელ ტერიტორიებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა ეკოლოგიურად მავნე და ტექნოლოგიურად მოძველებული საწარმოების პროფილის შეცვლის, მოდერნიზაციის და ლიკვიდაციის და საწარმოსა და საცხოვრებელ ტერიტორიებს შორის მწვანე ბუფერული ზონის მოწყობის ხარჯზ