1. თბილისის მუნიციპალიტეტის  ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოსა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს მუდმივ და აუცილებელ პირობას ნებისმიერი ქალაქთმშენებლობითი და სხვა სახის ჩარევის დაგეგმვისთვის.

2. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას მიიჩნევს, როგორც ქალაქის და მისი იერსახის განვითარების ყველა ასპექტზე აქტიური გავლენის მქონე უმნიშვნელოვანეს ქალაქმაფორმირებელ ფაქტორს და ამდენად, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რეაბილიტაცია მის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაში, იგულისხმება არა მხოლოდ ცალკეული კომპონენტების, არამედ მათი კომპოზიციური, სივრცობრივი, ხედვითი ურთიერთკავშირების დაცვა. ამ თვალსაზრისით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქალაქგეგმარებითი განვითარება ეყრდნობა:

ა) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსურ რეაბილიტაციას;

ბ) ქალაქის ყველა ისტორიული, გეგმარებითი, ლანდშაფტური, კომპოზიციური, არქეოლოგიური და გარემოს შემქმნელი საფუძვლების, მათ შორის რელიეფის, საქალაქო თუ ბუნებრივი ლანდშაფტების ისტორიული მახასიათებლების, ქუჩების ისტორიული ქსელის, მოედნების, ქალაქმშენებლობითი ანსამბლების, დომინანტების, აქტიური ხედვის წერტილების, კულტურის უძრავი ძეგლების და ისტორიული განაშენიანების გამოვლენას, აქცენტირებასა და შენარჩუნებას;

გ) საქალაქო სივრცის ისტორიული მორფოტიპების, ტერიტორიის გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის ელემენტების შენარჩუნებას;

დ) იმ ტერიტორიებზე, რომლებმაც შეინარჩუნეს ერთიანი ისტორიული ხასიათი, ან ისტორიული ლანდშაფტის, გეგმარებისა და განაშენიანების ტიპიური ნიშნები, დაკარგული ან დარღვეული ისტორიული იერსახის აღდგენას.

3. მოცემული მიზნების განსახორციელებლად  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ერთი მხრივ, ეყრდნობა ზოგად და ინდივიდუალურ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს.

4. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დარგობრივი დოკუმენტებით შემოთავაზებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი და ინდივიდუალური ზონების ცვლილების განხილვამდე ხსენებული ცვლილებები ატარებს საორიენტაციო ხასიათს.

5. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების მიმდებარედ და განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგულირების ზონის ფარგლებში არსებული რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება-განვითარება და ახალი რეკრეაციული რესურსების გამონახვა განისაზღვრება პრიორიტეტულად მოცემულ ტერიტორიებზე ყველა სხვა განვითარებასთან მიმართებაში.

6. კულტურული მემკვიდრეობისა და მისი ობიექტების ჩართულობა და მიმართება საქალაქო სივრცისადმი, განიხილება, როგორც ისტორიული ურბანული ლანდშაფტის განუყოფელი ელემენტი, აღქმის წერტილებისა და ხედვითი დერეფნების, სილუეტისა და პანორამების დაცვა  წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განუყოფელ ნაწილს. ამდენად, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მიზიდულბის სივრცეების/ობიექტების მახლობლად მშენებლობის შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში მოყვანილი ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე დამუშავებული, მოცემული სივრცეებისა და ობიექტებისადმი ხედვითი და აღქმითი კორიდორების დაცვის პირობებ