1. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი, რეგულირებადი ან რაიონული მნიშვნელობის მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ. ის, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი დეტალური გეგმარების პროექტებითა და “უფლებრივი ზონირების” სავალდებულო რუკებით.

2. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სამი სახეობის – საშუალო (სსზ-1), მაღალი (სსზ-2) და დაბალი (სსზ-3) ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების კონკრეტული ტერიტორიები და საზღვრები განისაზღვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ-1) ვითარდება შიდასაქალაქო დანიშნულების მაგისტრალების გასწვრივ და ძირითადში მოიცავს საქალაქო და საუბნო რანგის ადმინისტრაციულ, კულტურულ, კომუნალურ, სავაჭრო, საქმიან, რეკრეაციულ და საცხოვრებელ ფუნქციებს;

ბ) მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ-2) ვითარდება განსახლების ღერძზე მდებარე, ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გამჭოლ მიმართულებებზე და ძირითადში მოიცავს ადმინისტრაციულ, საქმიან, სავაჭრო, კულტურულ, კომუნალურ და რეკრეაციულ ფუნქციებს;

გ) დაბალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ-3) ვითარდება სარაიონო და საქალაქო დანიშნულების მაგისტრალების მიმდებარედ თავისუფალ ტერიტორიებზე, განვითარებული ღია ავტოსადგომებით და უმეტესად განკუთვნილი სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და ლოგისტიკური ფუნქციებისათვის.

3. განაშენიანების სამივე ზონისათვის ტერიტორიულ-სტრუქტურული პარამეტრები, სივრცით-მოცულობითი და არქიტექტურული მახასიათებლები, შენობების კაპიტალური ფონდის და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შესაძლოა იყოს განსხვავებული, თუმცა მიმდებარე ტერიტორიის იდენტურ