1. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში განსაზღვრულია სამრეწველო ზონის 2 სახეობა:
ა) სამრეწველო ზონა 1 (ს-1). ამ ზონაში განთავსდება ის საწარმოები, რომლებიც გამოირჩევიან ტექნოლოგიურობით, ენერგომომჭირნეობით და მასალის დანახარჯის სიმცირით. ასეთი ტიპის საწარმოები უმეტესად ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევიან და სავსებით შესაძლებელია მათი განთავსება აგრეთვე საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცის ფარგლებში;
ბ) სამრეწველო ზონა 2 (ს-2). ამ ზონას განეკუთვნება ის საწარმოო ობიექტები, რომელთა ქალაქიდან გატანა რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდება, ან არ იქნება სასურველი და, ამასთან, შეინარჩუნებენ თანმდევი ქალაქწარმომქმნელი ფაქტორის დანიშნულებას. წარმოებები გაზრდილი ეკოლოგიური მოთხოვნებით აგრეთვე თბილისის სამხრეთით, საფრენი ზოლის ქვე