1. „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილამდე მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტულად და დროულად, მდგრადი პრინციპების, მათ შორის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის სატრანსპორტო გამოწვევების გადაწყვეტის ძირითად გზად მოიაზრებს არსებული კერძო ტრანსპორტის მოთხოვნებზე დაქვემდებარებული სისტემური მიდგომის ცვლილებას.
3. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, ქალაქის სატრანსპორტო ელემენტის გეგმარება-განვითარებისა და ოპერირების პროცესებში პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ფეხმავალთა და არამოტორიზებული ტრანსპორტის მომხმარებელთა ინტერესები და წახალისებული უნდა იქნას მოცემული ტიპის მგზავრობები როგორც გეგმარებითი, ასევე ადმინისტრაციული მექანიზმი.
4. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საფეხმავლო, არამოტორიზებული;
ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
გ) კერძო ტრანსპორტი.
5. „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეპტუალური მიდგომის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია გეგმარების ყოველ ეტაპზე გათვალისწინებულ იქნეს შერეული ზონირების პრინციპები და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების საფეხმავლო დისტანციაზე უზრუნველყოფის საშუალება.
6. „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციის თანახმად, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამი ურთიერთდაკავშირებული იერარქიული დონის მეშვეობით:
ა) ტრანზიტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
ბ) საუბნო საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
გ) ლოკალური „შემკრები“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
7. ტრანზიტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციაა სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს კავშირი ქალაქის მაქსიმალურად დაშორებულ ერთეულებს შორის და უზრუნველყოს ქალაქის მობილობის ძირითადი მოცულობები. მოცემული ძირითადად ხორციელდება სალიანდაგო ტრანსპორტისა და სატრანზიტო ავტობუსების ქსელების მეშვეობით.
8. საუბნო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციაა განახორციელოს მგზავრთა ტრანსპორტირება უბნის შიგნით და მომიჯნავე უბნებს შორის, საშუალო მანძილებზე. ასევე უზრუნველყოს მგზავრთა მოხერხებული წვდომა ტრანზიტული ტრანსპორტის ძირითად ქსელზე. მოცემული ძირითადად ხორციელდება საქალაქო ავტობუსების მეშვეობით.
9. ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა განახორციელოს მგზავრთა მობილობა უმოკლეს სამგზავრო მანძილებზე და რელიეფურად რთულად მიღწევად ან მცირე სატრანსპორტო მოთხოვნის მქონე არელებში. ასევე უზრუნველყოს მგზავრთა მოხერხებული წვდომა საუბნო და ტრანზიტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მოცემულის უზრუნველყოფისათვის შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებათა ინდივიდუალური სახეობის განსაზღვრა საოპერაციო არეალის თავისებურებებიდან გამომდინარე.
10. მოცემულ იერარქიულ დონეთა ეფექტიანი ოპერირებისათვის აუცილებელია ერთიანი ინტერმოდალური სადგურების მოწყობა და გათვალისწინება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირების სქემებით, რომლებიც მგზავრს საშუალებას მისცემს კომფორტულად და რაციონალურ დროში გამოიცვალოს სატრანსპორტო საშუალება.
11. პოლიცენტრული არელების გეგმარებითი გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს მსხვილი ინტერმოდალური სადგური, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს როგორც მოცემული სამი იერარქიული დონის საზოგადოებრივი ტრანსპორტს, ასევე გაითვალისწინებს მათ შესაძლო კავშირს საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან.
12. პოლიცენტრული არეალებისა და მათი მიმდებარე უბნების გეგმარება-განვითარების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნას უსაფრთხო და მოხერხებული საფეხმავლო კავშირების გათვალისწინება და ოპერირება. ტერიტორიებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოცემული საფეხმავლო კავშირების შენარჩუნება შეფერხებების გარეშე ან მათი კომპენსირების გზით, ისეთი სახით, რომ მოცემული არ ითვალისწინებდეს დამატებით დაბრკოლებებსა ან საფრთხეს ფეხმავალთათვის.
13. ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობისა და მომხმარებელთათვის მიმზიდველობის ზრდისათვის აუცილებელია მას ჰქონდეს უნარი მგზავრს მისცეს შესაძლებლობა, წინასწარ შეაფასოს მგზავრობის დრო და დაგეგმოს თავისი მგზავრობა. მოცემული მიზნით მნიშვნელოვანია ტრანზიტულ და საუბნო სატრანსპორტო საშუალებებს (შესაძლებლობის შემთხვევაში) განესაზღვროთ განცალკევებული ზოლი ოპერირებისათვის.
14. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანი ოპერირებისათვის მნიშვნელოვანია ქალაქის ერთიანი გაბილეთიანების სისტემის შემუშავება.
15. სატრანსპორტო სტრუქტურებისა და ქალაქის საგზაო ქსელის განვითარება უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი სატრანსპორტო მოდელის მეშვეობით და შესაბამისი მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის თანახმად.
16. „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციის საფუძველზე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შემოთავაზებული ცვლილებები ქალაქის საგზაო ქსელში ატარებს საორიენტაციო ხასიათს საგზაო ქსელის სრულყოფისათვის აუცილებელი ტერიტორიული რესურსული პოტენციალის შენარჩუნების მიზნით და ისინი არ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც განხორციელებისათვის უპირობად სავალდებულო გეგმარებითი ცვლილებები. მათი მიზანშეწონილობის შეფასება და, შესაბამისად, განხორციელების თანმიმდევრობა უნდა დაზუსტდეს მოცემული მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად.
17. სარეკრეაციო და ლანდშაფტურ ტერიტორიებზე მოსახლეობის მოხერხებული წვდომა განისაზღვრება პრიორიტეტულად სატრანსპორტო სისტემების განვითარებისათვის.
18. ქალაქის გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე სატრანსპორტო სისტემების განვითარებათა დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაძლო „ურბანული ცოცვის“ საფრთხე და შესაბამისი საპასუხო მექანიზმები.
19. „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფცია გულისხმობს ქალაქში სატრანსპორტო პირორიტეტების რეგულირების მიზნით პარკირების განფასებითი სისტემის შექმნას.
20. ქალაქში მსხვილი საპარკინგე არეალებისა და ობიექტების განთავსება უნდა მოხდეს შესაბამისი გათვლითი მოდელის საფუძველზე და საპარკინგე ობიექტების მაგნიტუდასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით.
21. ქალაქში უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა განისაზღვრება პრიორიტეტულ მიმართულებად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
22. საბაგირო კავშირების განვითარება და შესაბამისი განვითარებითი პოტენციალის შენარჩუნება განიხილება პრიორიტეტულად, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისათვის.
23. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული საბაგირო კავშირები წარმოდგენილია საორიენტაციო მიმართულებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობა, ტრასირების დეტალები და სხვა საკითხები უნდა დაზუსტდეს შემდგომი ეტაპის კვლევებითა და კონკრეტული პროექტები