1. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში საცხოვრებელ ტერიტორიების განვითარება ორიენტირებულია:
ა) საცხოვრებელი ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი ტევადობის გაზრდისაკენ შიდასაქალაქო ტერიტორიული რეზერვების ათვისებისა და განაშენიანებული ტერიტორიების განახლება/გადაგეგმარების ხარჯზე, რაც ამავდროულად წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას;
ბ) დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი რაიონების ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფით საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი რაიონების პრიორიტეტული განვითარებისაკენ;
გ) შეუსაბამო ტერიტორიების ადაპტაციასა ან შეუსაბამობის აღმოფხვრისკენ;
დ) მუნიციპალური საცხოვრებელი ფონდის შექმნაზე და განვითარებაზე ექსტრემალური სიტუაციების, დროებითი შესახლების და სხვა დანიშნულებების მიზნით;
ე) სოციალურ-ტერიტორიული თვითორგანიზაციის ტრადიციული საცხოვრებელი სივრცის – უბნის ქალაქთმშენებლობით ერთეულად გამოყენებისაკენ;
ვ) ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფონდის ჩამოყალიბება-განვითარებისაკენ.
2. ახალი საზღვრებით შემოერთებული ტერიტორიები ინარჩუნებენ სამეურნეო, სივრცით-მოცულობით და გეგმარებით თვითმყოფადობას და ამის შესაბამისად, გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრებს