1. წყალმომარაგების სისტემების განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს ამ სისტემის მმართველ კომპანიასა და სხვა მსგავსი აუცილებლობების მქონე სისტემების მმართველ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმებული კომპლექსური სამუშაო სისტემის შექმნაზე.
2. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელებზე არსებული გაჟონვები.
3. პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ყველა ის გადაწყვეტა, რომელიც სისტემის გამტარობისა და სხვა ფუნქციური მაჩვენებლების ზრდას გულისხმობს არსებული დეგრადირებული ან დაზიანებული ქსელის განახლებით, ყველა იმ გადაწყვეტასთან მიმართებაში, რომლებიც ახალი, პარალელური და თანაბარმნიშვნელოვანი ქსელების მოწყობას ისახავს მიზნად.
4. წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება სავალდებულოა ყველა გეგმარებითი დოკუმენტებით უკვე გათვალისწინებული თუ დასაგეგმი მშენებლობისათვის. ასეთი არეალების დარღვევით გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრა პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს მსგავსი გადაცდენის მქონე ობიექტებისათვის.
5. ობიექტის განვითარება, რომელსაც გააჩნია კონფლიქტი არსებულ წყალმომარაგების სისტემებით განპირობებულ შეზღუდვებთან, არ შეიძლება გულისხმობდეს მოცემული გადაცდენის პირობების გაუარესებას.
6. თბილისის ზღვა წარმოადგენს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყუფელ ნაწილს და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს. ამდენად, ყველა განვითარება, რომელიც ხდება უშუალოდ ზღვის მიმდებარედ ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, უნდა შეთანხმდეს თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. წყლის რესურსების ირაციონალური გადახარჯვების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვანია ტექნიკური და სასმელი წყლების სისტემების ერთმანეთისაგან განცალკევება.
7. ხელი შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.
8. მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსათვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე
9. წნევის მარეგულირებელი სისტემების გამართული მუშაობისა და სისტემებზე არსებული ავარიული შემთხვევების რაოდენობის შემცირებისათვის მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას წყლის ამღებ და გამანაწილებელ სისტემებზე უსისტემო დაერთებები.
10. ქალაქისა და მისი ცალკეული უბნების ალტერნატიული მომარაგების საშუალების არსებობა წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, ამდენად ხელი უნდა შეეწყოს ყველა იმ პროექტს რომელიც მსგავსი ტიპის განვითარებას გულისხმობს.
11. ქალაქის მთიანი დასახლებების წყალმომარაგების საკითხი განსაკუთრებულად პრობლემურ საკითხად ისახება, ამდენად მოცემულ ტერიტორიებზე რესურსებდამზოგავი სისტემების წახალისება და დანახარჯების შემცირების ხელშემწყობი სხვა აქტივობები პირორიტეტულ ხასიათს ატარებს.
12. ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ სტრუქტურულ ზონებში, იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება იწვევს სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას, ობიექტზე ნებართვის გაცემის პროცესში შეფასებული და გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მაკომპენსირებელი მექანიზმებ