1. ელმომარაგების სისტემების განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს ამ სისტემის მმართველ კომპანიასა და სხვა მსგავსი აუცილებლობების მქონე სისტემების მმართველ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმებული კომპლექსური სამუშაო სისტემის შექმნაზე.

2. ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ელ. მომარაგების სისტემის განვითარებაში შემდგომ პრიორიტეტთა გათვალისწინება:

ა) არსებული ამორტიზებული და ავარიული ქსელების განახლება-ჩანაცვლება;

ბ) საცხოვრებელ ტერიტორიებზე 110-კვიანი ხაზების დაკაბელება, ტერიტორიული რესურსების გამოთავისუფლების მიზნით;

ბ) ქსელთა მართვის სისტემების ავტომატიზაცია-მოდერნიზაცია;

დ) ენერგოდამზოგავი და მცირე-ენერგოწყაროების სისტემების, ასევე განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების წახალისება;

ე) ელ. მომარაგების ალტერნატიული ქსელებისა და სისტემების დანერგვა.

3. ქალაქის ტერიტორიაზე ისტორიული და კულტურული ობიექტების მახლობლად საჰაერო ქსელის მოწყობისას ან მათზე სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული და მინიმუმამდე დაყვანილ იქნეს მოცემული ქსელების ესთეტიკური გავლენა ასეთი ობიექტებისა ან მათი დეტალების აღქმაზ